პოლიტიკა

ირაკლი კოვზანაძე: სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება

23.03.20 11:30


“სახელმწიფო ბიუჯეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება, სხვადასხვა კუთხით გარკვეული გადაჯგუფებებია დაგეგმილი, განსაკუთრებით სოციალური მიმართულებით”, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, შეხვედრაზე საგანგებო ბიუჯეტის დეტალები განიხილეს, რომელზედაც მუშაობა მიმდინარეობს.

“საუბარია დახმარებათა პაკეტზე უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის, ასევე ჯანდაცვაზე, მთავრობა შესაბამის მხარდამჭერ ღონისძიებებზე მუშაობს, საგანგებო მდგომარეობა მთავრობას აძლევს საშუალებას წარმოადგინოს საგანგებო ბიუჯეტი და მოიხსნას გარკვეული შეზღუდვები, მათ შორის მთავრობის სარეზერვო ფონდთან დაკავშირებით. ამ კუთხით მთავრობას პარლამენტის მხარდაჭერა ექნება”,- განაცხადა კოვზანაძემ.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები