პოლიტიკა
23.03.20 12:20
“მინდა, ყველამ დავაფასოთ, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა, მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგეს და დაიცვას”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის მიერ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.
პრემიერის თქმით, გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა, სად იქნება ეს – ეკლესიაში თუ სუპერმარკეტში.
“მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო და ყველამ დავაფასოთ ის, რაც ბევრ ეკლესიაში მოხდა და ბევრმა მოძღვარმა გააკეთა. მე მესმის, რამხელა სამოქალაქო პასუხისმგებლობაა საჭირო მრევლს სთხოვო, რომ ეკლესიის გარეთ დადგნენ და გარკვეული დისტანცია დაიცვან. მე ეთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ასე იქმნება სახელმწიფოები. ასე ვყალიბდებით ჩვენ, როგორც წარმატებული სახელმწიფო მიუხედავად იმისა, რომ პრობლემა უამრავია. ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ვალდებულებაა მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და დღეს ჩვენ გვაქვს ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტი, დავიცვათ დისტანცია ერთმანეთთან და არ აქვს მნიშვნელობა სად იქნება ეს ეკლესიაში, თუ სუპერმარკეტში და როდესაც ვიღაცა საუბრობს 10 ადამიანი ბევრია თუ ცოტაა, არანაირი მნიშვნელობა ამას არ აქვს, თუ ადამიანი ზრუნავს თავისი თანამოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მისივე თქმით, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირებაზე საუბარი პოლიტიკური სპეკულირების თემაა.
„როდესაც ვიღაცებს უნდათ, პოლიტიკური ინტერესიდან გამომდინარე გამოიყენონ მთავრობას, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დაპირისპირება, ესეც პოლიტიკური სპეკულირების თემაა. არსებობს გარკვეული სენსიტიური საკითხები, რომელიც მარტივად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ჩვენ თუ ვთანხმდებით, რომ ადამიანის, არ აქვს მნიშვნელობა მოქალაქის, თუ მრევლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა არის ჩვენთვის ყველაზე მაღალი ფასეულობა, მაშინ არაფერს ნიშნავს და არაფრად ღირს 2-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რომელიც შეუძლია როგორც სახელმწიფოს, ასევე, ეკლესიასაც,”- აღნიშნა პრემიერმა.
კითხვაზე, თუ რა სარიტუალო ღონისძიების დროს მოხდა მარნეულში ვირუსის შიდა გადაცემა, პრემიერმა ასე უპასუხა:
„ეს იყო ჩვეულებრივი წლისთავი, რომელსაც ესწრებოდნენ ორი მუნიციპალიტეტიდან და, აგრეთვე, ქვეყნის გარედან ჩამოსული სტუმრები”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24