პოლიტიკა

ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მიმართავს

23.03.20 16:20


შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას მიმართავს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მინისტრის მოქალაქეებს კორონავირუსის პრევენციისა და თვითიზოლაციის პირობების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებს.

„ძვირფასო თანამოქალაქეებო, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მცხოვრებლებო, მინდა მხარდაჭერა გამოვხატო თქვენს მიმართ და მოგმართოთ თხოვნით. გამოვიჩინოთ მაქსიმალური ყურადღება და შევასრულოთ კორონავირუსის პრევენციისა და თვითიზოლაციის პირობების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციები და მოთხოვნები, ასევე დავიცვათ კარანტინის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები, რისი შესრულებაც არის თითოეული ჩვენგანის ვალდებულება ჩვენი ოჯახებისა და ახლობლების, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ერთად ვართ ამ ძალისხმევაში და მჯერა, რომ ჩვენი მაღალი მოქალაქეობრივიპასუხისმგებლობით, თანადგომით და ურთიერთდახმარებით გადავლახავთ ამ გამოწვევას”,- აცხადებს ციხელაშვილი.

უწყების ცნობით, რეკომენდაციების შესახებ სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდის www.stopCoV.ge სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდის www.smr.gov.ge და სოციალური ქსელების მეშვეობით, ამოქმედებულია 112-ის საინფორმაციო სამსახურის ცხელი ხაზი, ასევე, კვლავ მიაწვდიან ბეჭდურ საინფორმაციო მასალებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები