პოლიტიკა
24.03.20 10:30
ბიძინა ივანიშვილი არ არის ადამიანი, რომელიც ასეთ დროს სახელის მოხვეჭაზე ფიქრობს, აქამდეც, ოც წელზე მეტი დროის განმავლობაში ეხმარებოდა ქვეყანას და ჩვენმა საზოგადოებამ არც კი იცოდა, ეს საქმეები მისი მხარდაჭერით თუ კეთდებოდა. ვინც დღეს ამბობს, „სად არის ასეთ დროს ბიძინა ივანიშვილი?“ – ეს იგივე ხალხია, რომელიც წლები აცხადებდნენ, რატომ არის ჩართული ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფოს მართვაშიო. პოლიტიკურ ფარისევლებთან გვაქვს საქმე. რასაც ეფექტურად აკეთებს ახლა სახელმწიფო, ეს პოლიტიკური მენეჯმენტი, არის ბიძინა ივანიშვილის აწყობილი და ეს პოლიტიკური გუნდი არის „ქართული ოცნება“ – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ოპონენტების შეკითხვას, სად არის შექმნილ ვითარებაში ბიძინა ივანიშვილი.
ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღიურ კავშირზეა პოლიტიკურ გუნდთან. ოპონენტების საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან თანამშრომლობის პირადი მაგალითებიც მოიყვანა.
„ამ რამდენიმე დღეში, ორჯერ მქონდა მასთან კომუნიკაცია, სადაც შევთავაზე ორ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული პროექტები და გადაწყვეტილებები, რაზეც, მუშაობა მისივე რჩევით დავიწყეთ და ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ერთი ეს იყო კორონავირუსის საწინააღმდეგო სამკურნალო მედიკამენტის საკითხი, რომელზეც ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობა გვაქვს. მეორე, კორონავირუსთან დაკავშირებული ფონდის შექმნა იყო – ვთხოვე, რომ მას გაეკეთებინა ამასთან დაკავშირებით განცხადება და ეთქვა საზოგადოებისთვის, თუ რა პროგრესი გვაქვს და რას ვაპირებთ. მან უარი მითხრა ამაზე, მითხრა, რომ ამ ვითარებაში სახელმწიფო თანამდებობის პირების და სახელმწიფო ინსტიტუტებისგან ელოდება საზოგადოება ნაბიჯებს და გვირჩია, ეს გადაწყვეტილებები და სიახლეები ჩვენ მივაწოდოთ და ავუხსნათ ხალხს.
როცა ფონდმა „ქართუმ“ კორონავირუსით დაზარალებული მოქალაქეების დასახმარებლად ყველაზე მეტი რესურსი გამოყო – ამაზეც კი მას არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადება. ბიძინა ივანიშვილი ხალხის გვერდით არის და მიაჩნია, რომ დღეს ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლა სახელმწიფო ინსტიტუტების და შესაბამისი თანამდებობის პირების საქმეა.
თუ კითხვა არის, რომელი პარტია აკეთებს ამას და რომელი პოლიტიკური გუნდი მართავს ამ სიტუაციას ეფექტურად – ცხადია ეს პოლიტიკური გუნდის არის, „ქართული ოცნება“. ეს პოლიტიკური გუნდი ბიძინა ივანიშვილის მიერ არის შექმნილი“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, მოყვანილი მაგალითებითაც შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ ბიძინა ივანიშვილი გვერდით უდგას თავის ხალხს და ქვეყანას, მაგრამ ამ ვითარებაში ის სახელის მოხვეჭით არ არის დაკავებული.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24