პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე საყოველთაო კარანტინს არ გამორიცხავს

24.03.20 11:15


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მომავალში საყოველთაო კარანტინსს არ გამორიცხავს.

იგი აცხადებს, რომ თუ დამატებითი ზომების მიღება გახდა საჭირო ხელისუფლებაში სრული მზადყოფნაა

"უნდა გვესმოდეს, რომ ეს ზომები არის ეფექტური ზუსტად მაშინ ზუსტად, როდესაც ის საჭიროა და ჩვენი მიდგომაც ასეთია: მხოლოდ დასაბუთებული აბსოლუტური საჭიროების შემთხვევაში ხდება ამ ზომების მიღება. ასე რომ, მომავალში ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ საყოველთაო კარანტინის ან საყოველთაო თვითიზოლაციის ზომებიც იყოს მიღებული პრემიერ-მინისტრის და ხელისუფლების მხრიდან, თუ ასეთი საჭიროება იქნება", - თქვა თალაკვაძემ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები