პოლიტიკა

სასიხარულო ინფორმაცია ინფექციურიდან: კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცხრე პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს

24.03.20 12:20


კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული მეცრე პაციენტი კლინიკას სავარაუდოდ დღეს დატოვებს - ინფორმაცია მედიას თბილისის ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მიაწოდა.

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 66 დადასტურებული შემთხვევიდან 40

თბილისის ინფექციური სავადმყოფოშია მოთავსებული.

"გუშინ გვქონდა 35 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა ხუთი დადასტურებული შემთხვევა და ჩვენს ცენტრში არის უკვე 40 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრს გარეთ კოვიდის მიმღებ ცენტრებში არის ჯამურად 26 დადასტურებული შემთხვევა.

აქედან გაჯანმრთელებული და გაწერილი არის რვა. ამ ეტაპზე გვყავს 32 პაციენტი. აქედან კვლავ რჩება ერთი გაჯანმრთელებული, უბრალოდ რაღაც გადამოწმება სჭირდებოდა გუშინ მის კლინიკურ მონაცემებს და დღეს ალბათ ეს მეცხრე პაციენტიც დატოვებს ჩვენს ცენტრს. გამოდის, რომ ცხრა გამოჯანმრთელებული პაცენტი გვყავს უკვე“ ,- განაცხადა ეზუგბაიამ.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები