საზოგადოება

ფშავი-ომალოს გზაზე ზვავში მოყოლილ ადამიანს ეძებენ

06.05.20 15:00


ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე, ზვავში მოყოლილი მოქალაქის საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მეორე დღეა გრძელდება. პროცესში 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია ჩართული. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, არსებობს ზვავის გამეორებით ჩამოწოლის საშიშროება, რაც სამაშველო ოპერაციას აფერხებს.

ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს.

2 ადამიანი ზვავის ქვეშ 5 მაისს მოჰყვა. მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს.

იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი ამ დრომდე გრძელდება.

ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი.

კახეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, შემთხვევის ადგილზე მუშაობენ განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მაშველები თბილისიდან. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები