საზოგადოება

Turkish Airlaines-მა შესაძლოა ივნისიდან თბილისში ფრენები განაახლოს

06.05.20 15:20


Turkish Airlaines-მა საერთაშორისო ფრენები მათ შორის, თბილისის მიმართულებით შესაძლოა ივნისის მეორე ნახევრიდან დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს ელჩი ავრცელებს.

გიორგი ჯანჯღავას თქმით, საუბარია თურქეთიდან 22 ქალაქის მიმართულებით ფრენების განახლებაზე, რომელთა შორის თბილისიც მოხვდა.

ქვეყნებს შორის, სადაც ავიაკომპანია ფრენების განახლებას გეგმავს ამ თარიღიდან არის:

კანადა, ყაზახეთი, ავღანეთი, იაპონია, ჩინეთი, სინგაპუური, ისრაელი, დანია, ნორვეგია, ავსტრია ჰოლანდია, ბელგია, გერმანია და სხვა.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 217


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები