საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა

07.05.20 11:15


საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 610 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 269 პაციენტი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში გარდაიცვალა ცხრა პაციენტი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5083, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 505 პირი.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები