პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია - სლოვენიის პრეზიდენტმა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს წარმატებას უმაღლესი შეფასება მისცა

14.05.20 16:20


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბორუტ პაჰორის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, პრეზიდენტებმა კორონავირუსის პოსტკრიზისულ ვითარებაში უსაფრთხო ტურიზმის კონცეფცია და ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად აქტიური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

„საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისა და საერთაშორისო სოლიდარობის შესახებ საუბრისას, სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ამ კრიზისულ პერიოდში საქართველოს მიმართ ევროკავშირის სოლიდარობა უფრო ძლიერი და თვალსაჩინო გახდეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით კი, ეს დრო სწორედ ის პერიოდია, როცა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები უნდა გაღრმავდეს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები