პოლიტიკა

საქართველო უკვე უნდა იყოს ნატო-ს წევრი - გენერალი ბენ ჰოჯისი

25.05.20 11:00


გენერალი ბენ ჰოჯისი აცხადებს, რომ საქართველო იქნება მთავარი ქვეყანა რეგიონში, რომელიც პოლიტიკური თამაშის წესებს შეცვლის.

იგი აცხადებს, რომ საქართველო უკვე ნატო-ს წევრი უნდა იყოს, რადგან მისი თქმით, ქვეყანამ ბევრი გააკეთა ნატო-ს სტანდარტებთან დასაახლოებლად.

რაც შეეხება არგუმენტს, რომ რუსეთს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ბენ ჰოჯისს გერმანიის მაგალითი მოჰყავს, რომელიც ნატო-ს წევრი მაშინ გახდა, როცა აღმოსავლეთ გერმანია ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირს ჰქონდა დაპყრობლი.

"საქართველო უკვე ნატოს წევრი უნდა იყოს, მან ბევრი გააკეთა ნატოს სტანდარტებთან დასაახლოებლად. მაგრამ ზოგიერთ ქვეყანას მაიჩნია, რომ ეს პროვოკაციული იქნება კრემლისთვის. მე კი ასე არ ვფიქრობ, ნატო-ს გენერალურმა მდივანმაც არაერთხელ თქვა, რომ რუსეთს ამ საკითხზე ვეტოს უფლება არა აქვს. ამიტომ ვამბობ, რომ უსაფრთოხება და ეკონომიკური ინტერესები გადაჯაჭვულია, რაც უფრო მეტ ინვესტიციას მოიზიდავთ, მით უფრო დაცული იქნება ქვეყანა და მით უფრო მიმზიდველი გახდება ნატოსთვის. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ საქართველო უნდა გახდეს თამაშის წესების შემცვლელი რეგიონში. ნატოს წევრობა კი თავის მხრივაც ნიშნავს მეტ უსაფრთხოებას და დაცულობას", - ამბობს ბენ ჰოჯისი "მთავარ არხთან" ინტერვიუში.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები