პოლიტიკა

"გვახსოვს "გავრილოვის ღამე" და დათხრილი თვალები, გახარიას ხელები სისხლიანია" - აქცია პარლამენტთან

27.05.20 12:40


საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე პარლამენტშია. მთავრობის მეთაურს საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია-პერფორმანსით დახვდნენ.

მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტები შენობის შესასვლელთან შეიკრიბნენ. და პრემიერს 20 ივნისის სისხლიანი ღამე შეახსენეს.

მათი თქმით "გახარიას ხელები სისხლიანია".

„როდესაც დღეს გიორგი გახარია პარლამენტში მოდის, უნდა იცოდეს, რომ მისი ხელები არის ახალგაზრდების სისხლით მოფენილი“, - აცხადებენ "შეცვალეს" წევრები.

მათ ადგილზე შემდეგი შინაარსის ბანერები მიიტანეს: "გვახსოვს კოლაბორაციონიზმი", "დაუსჯელი პოლიცია", "დასჯილი აქტივისტები".




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები