პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა

27.05.20 13:00


დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა, - ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მან დეპუტატებს მოუწოდა, მაქსიმალურად ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან კითხვები.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა იყო, ჩვენთვის პრიორიტეტული რჩება დემოკრატია, პრიორიტეტულია ის პოლიტიკური პროცესი და პირობა, რომელიც ჩვენ, ხელისუფლებამ მივეცით საზოგადოებას. რა თქმა უნდა, ყველა სხვა ამოცანასთან ერთად, ეს დღის წესრიგში რჩება და ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, როგორ ხორციელდება საპარლამენტო ზედამხედველობა. მე ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად მივიღოთ მონაწილეობა და ჩართულები ვიყოთ ამ პროცესში, გავმართოთ სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია,“ - განაცხადა თალაკვაძემ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები