პოლიტიკა

"ვერავინ ვერ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, რა პერიოდით გაგრძელდება პანდემია, იქნება მეორე ტალღა თუ არა"- გახარია

27.05.20 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში ახალი კორონავირუსის მართვის ანგარიში წარადგინა.

გახარიამ პანდემიასთან ბრძოლაში მთავრობის წარმატებებზე ისაუბრა.

"უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყანას შეზღუდული რესურსი აქვს. არ ვიცით და მსოფლიოში ვერავინ ვერ აკეთებს ზუსტ პროგნოზს, რა პერიოდით გაგრძელდება ეს პანდემია, იქნება მეორე ტალღა თუ არ იქნება. ჩვენ კი არა ბევრად უფრო ძლიერი, სისტემური სახელმწიფოები, ხან მეორე და ხან მესამე ტალღაზე საუბრობენ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობის ერთადერთი, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ის რესურსი, რომელიც მას გააჩნია, გამოიყენოს უაღრესად ეფექტურად და ხელმომჭირნედ. ჩვენ ვიყავით ყველგან იქ, სადაც საქართველოს მოქალაქეს სჭირდებოდა დახმარება და სადაც ქართული ეკონომიკა გვაძლევდა ამის შესაძლებლობას და საშუალებას"- აცხადებს გახარია.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები