პოლიტიკა

გიორგი გახარია - უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე

27.05.20 14:20


უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი გახარიამ პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის პერიოდში მთავრობის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, როდესაც საქართველოს და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3, 4 თვეში, პოსტკრიზისული გეგმაზე საუბარი ნაადრევია.

„მე არ ვამბობ, რომ ეს არის პოსტკრიზისული გეგმა, პოსტკრიზისული გეგმა არის სხვა ისტორია. უპასუხისმგებლობაა, დღეს ვინმე თუ საუბრობს ქვეყნის განვითარების პოსტკრიზისულ გეგმაზე, ან საერთოდ არაფერი გაეგება ეკონომიკაში. ამიტომ, როდესაც ქვეყანას და მსოფლიოს აქვს მოთხოვნა-მიწოდების ასეთი რისკი და არავინ იცის როგორი იქნება მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი სულ რაღაც 2,3, 4 თვეში, მას შემდეგ, რაც ეკონომიკა საერთაშორისო ვაჭრობა გადალაგდება, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საუბარი დღეს არის უპასუხისმგებლობა. მოდით, ასე შევთანხმდეთ, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ანტიკრიზისულ გეგმაზე“, - განაცხადა გახარიამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები