პოლიტიკა

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა

27.05.20 15:00


საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, პროცესში 10 000 პოლიციელი იყო ჩართული.

“მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტოს იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც მან მიიღო და მოუწია პანდემიასთან ბრძოლაში ჩართვის თვალსაზრისით. ამაში იყო ჩართული 10 000 ქართველი პოლიციელი და ისინი ამაგრებდნენ 130-ზე მეტ ბლოკპოსტს.

არაფერს ვამბობ ე.წ. კომენდანტის საათისა და სხვადასხვა სახის მათთვის არასპეციფიკური ფუნქციების შესრულების თვალსაზრისით. ეს ხალხი იყო ბრძოლის წინა ხაზზე. ეს ხალხი იყო ეპიდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და, რა თქმა უნდა, მათ ეკუთვნით უაღრესი მადლობა”, – განაცხადა პრემიერმა.




წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები