პოლიტიკა

დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო იპოთეკურ სესხებს დაასუბსიდირებს – გახარია

27.05.20 16:20


საქართველოს პრემიერის, გიორგი გახარიას თქმით, დღეიდან, 27 მაისიდან სახელმწიფო იპოთეკურ სესხებს დაასუბდისირებს. ეს პროცესი წლის ბოლომდე გაგრძელდება.

გახარიამ დღეს პარლამენტის წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ სექტორი, რომელიც კორონავირუსის დროს განსაკუთრებით დაზიანდა – მშენებლობა და დეველოპმენტია.

„ჩვენ უკვე შემუშავებული გვაქვს კონკრეტული გეგმა. ეს არ არის, მხოლოდამხოლოდ კომპანიების დახმარება, ეს არის იმ მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც ან გადაწყვეტილი აქვთ, რომ ბინა შეიძინონ და ცხოვრების პირობები გაიუმჯობესონ, ან ამ პროცესში შესულები არიან უკვე, ან პირველადი შენატანი აქვთ გადახდილი, ან დაიწყეს სამშენებლო კომპანიასთან მუშაობა – ყველა ასეთი რისკი სახელმწიფოს მხრიდან იქნება დაზღვეული.

დღეიდან და წლის ბოლომდე სახელმწიფო მოახდენს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც გადაწყვეტს იპოთეკური სესხის აღებას და მისი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას,“ – ამბობს გახარია.

ამასთანავე გახარიამ თქვა, რომ გეგმა ასევე ითვალისწინებს სამშენებლო სექტორის სუბსიდირებასა და მხარდაჭერას – „ რომ არ მივიღოთ ისეთი შედეგი, როგორც 2008 წლის კრიზის შემდეგ.. დღემდე რამდენი არის ქალაქში ჩონჩხებად დარჩენილი [შენობები]..“

სამშენებლო სექტორზე საუბრისას, გახარიამ ასევე თქვა, რომ მთავრობა 150 მლნ ლარს გამოყოფს ლტლოვილებისთვის ბინების უზრუნველსაყოფად. გახარიამ განმარტა:

„გამოიყოფა დამატებით 150 მილიონი ლარი, იმისთვის, რომ უახლოეს პერიოდში ლტოლვილების ბინით უზრუნველყოფა სწრაფად მოხდეს.

ეს ასევე იქნება პირდაპირი მხარდაჭერა სამშენებლო სექტორის, იმისთვის, რომ მათი მდგრადობა იყოს ძლიერი. მათ გაუძლონ ამ კრიზისს, გრძელვადიან პერიოდში და არ განმეორდეს ის უბედურება, რაც განმეორდეა 2008 წლის კრიზისის შემდეგ, როდესაც უამრავი ოჯახრი, რომელმაც ბოლო შემოსავალი ბინებში გადაიხადეს, ქუჩებში დარჩნენ,“ – ამბობს გახარია.




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 226


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები