პოლიტიკა
27.05.20 16:40
ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად და კარგად გაუმკლავდა კრიზისს, რომელშიც აღმოვჩნდით, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა პარლამენტში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებში, საგანგებო მდგომარეობის დროს, მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ანგარიში წარადგინა.
„დავიწყებ იმის აღნიშვნით, რომ აქამდე, ამ მომენტამდე, მე ვფიქრობ და მე მგონი, საზოგადოებაც ასე ფიქრობს, რომ ხელისუფლება საკმაოდ ეფექტურად და კარგად გაუმკლავდა იმ კრიზისს, რომელშიც აღმოვჩნდით. დღეს ალბათ ყველა უფრო დაცულად ვგრძნობთ თავს, ვიდრე ცოტა ხნის წინ და შესაბამისად, ეს როგორც ხელისუფლების მუშაობის, ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქალაქეების მაღალი თვითშეგნებისა და მაღალი ორგანიზებულობის დამსახურება არის. ამისთვის ნამდვილად ყველას ეკუთვნის მადლობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილმა პრემიერ-მინისტრს ორი შეკითხვა დაუსვა.
„ორი კითხვა მაქვს, პირველი ეხება ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობას. საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც იკლებს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის ხარისხი, ავტომატურად იზრდება დაუსაბუთებელი ხარჯების, ბიუჯეტის თვითნებური ხარჯვის თუ კორუფციის საფრთხეები. კონკრეტული მაგალითების მოყვანას მე არ ვაპირებ, მაგრამ უბრალოდ, მაქვს ასეთი კითხვა, ხელისუფლებას, მთავრობას რაიმე მექანიზმები თუ აქვს იმისთვის. თუ აქცევს ამას განსაკუთრებულ ყურადღებას, რა მექანიზმებს იყენებს დამატებით იმისთვის, რომ ამ დროის განმავლობაში, როცა განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობდა ქვეყანა, ასეთი არამიზნობრივი, დაუსაბუთებელი ხარჯვა ბიუჯეტის არ მომხდარიყო. თუ მოხდა მათი გამოვლენა და რეაგირება როგორი იქნება.
მეორე, იმ პირობებში, როდესაც ყველამ ვიცით, რომ წინ გველოდება საკმაოდ მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, იზრდება სახელმწიფოს ეკონომიკური პროგრამების მნიშვნელობა და დატვირთვა. ძალიან კარგად ვიცით, რომ ერთ-ერთი პრობლემა, რაც დღემდე არსებულ სახელმწიფოს ეკონომიკურ პროგრამებს ჰქონდათ, არის ის, რომ მოქალაქეების დიდმა ნაწილმა არ იცის, როგორ გამოიყენოს ეს პროგრამები, სად უნდა მივიდნენ. ხვდებათ ძალიან დიდი ბიუროკრატიული ბარიერები და შეფერხებები. შესაბამისად, ეფექტურად ვერ სარგებლობენ ამ პროგრამებით, მათ შორის, შესაძლებელია დახმარებასაც შეეხოს. ამაზე იყო კითხვები უკვე და ბევრს არ ვისაუბრებ.
ეკონომიკის სამინისტროს აქვს თუ არა გეგმაში რაიმე ტიპის ღონისძიებები, რომელიც მოსახლეობას მიეხმარება, რომ ამ ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამებით სარგებლობა გაუადვილოს“, – დაინტერესდა თამარ ჩუგოშვილი.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 244
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24