პოლიტიკა

“ლელოს” ახალი სიმბოლო და დევიზი აქვს

29.05.20 17:00


პოლიტიკურმა მოძრაობა “ლელომ” ახალი სიმბოლო და კამპანიის ახალი დევიზი წარადგინა.

პრეზენტაცია მოძრაობის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, თანაპარტიელებთან ერთად გამართა.

ხაზარაძის თქმით, მოძრაობის ახალი სიმბოლო გამარჯვებასა და ერთიანობას გამოხატავს, რომლითაც “ლელო” არჩევნებში გამარჯვებას აპირებს.

“ეს არის ჩვენი ახალი ნიშანი, რომელიც ერთი მხრივ, შეიძლება, ძალიან მარტივად საჩვენებელია, მაგრამ ამავე დროს, ამაში არის ძალიან დიდი რამ ჩადებული. პირველ რიგში, ეს არის გამარჯვების სიმბოლო, ერთიანობის სიმბოლო, ეს არის გაერთიანების და გამარჯვების სიმბოლო.

ჩვენ ვართ ახალი ძალა, ახალი იმედი და თქვენთან ერთად, იმ ხალხთან ერთად, ვინც დაიღალა 30-წლიანი სიარულით ერთ წრეზე, ვინც დაიღალა ორპოლუსიანობით, ვისაც უნდა, რომ ამ ქვეყანაში დაამარცხოს ნიჰილიზმი, სიღარიბე, უმუშევრობა, უსამართლობა, ამ ახალი ძალით, სიმბოლოთი და იმედით, ვაპირებთ, გავიმარჯვოთ არჩევნებში”, – აღნიშნა მან.

პრეზენტაციაზე გაჟღერდა მოძრაობის კამპანიის ახალი დევიზიც: “ახალი ძალა, ახალი იმედი!”




წყარო : /www. netgazeti.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები