ეკონომიკა
02.09.16 19:50
”ქართული ოცნებისთვის”, ბიძინა ივანიშვილისთვის და ”ნაციონალური მოძრაობისთვის” ჩვენ გავხდით ძალიან სერიოზული საფრთხე და ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალური ზიანი მიაყენოს ჩვენს გაერთიანებას, - ამის შესახებ საარჩევნო ბლოკის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორიგ ვაშაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ გიორგი ვაშაძის და ზურაბ ჯაფარიძის პარტიები, რომლებთანაც პაატა ბურჭულაძის ძალა გაერთიანდა, ”ნაციონალური მოძრაობის” ახალაგაზრდული ფრთაა.
”თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ რეფორმები, ეკონომიკური წინსვლა, ქვეყნის წინ წაწევა ეს არის ”ნაციონალური მოძრაობა”, პრობლემა არ არის. ჩვენს ბლოკში შეიკრიბა ძალიან ძლიერი გუნდი, ყველა უწევს ანგარიშს და ფიქრობენ, რომ გვაქვს სერიოზული შანსი, ძალიან მაღალი შედეგი გვქონდეს, იმიტომ, რომ მხარდაჭერაა საზოგადოებრივ მხრიდან. ამიტომ, ”ქართული ოცნებისთვისაც”, ბიძინა ივანიშვილისთვისაც და ”ნაციონალური მოძრაობისთვისაც” ჩვენ გავხდით ძალიან სერიოზული საფრთხე და ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად გარკვეული ზიანი მიაყენოს ჩვენს გაერთიანებას”, -განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ”ნაციონალური მოძრაობა” იმიტომ დატოვა, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ შეძლო გაეაზრებინა ის შეცდომები, რაც 2012 წლამდე იყო დაშვებული, ასევე ვერ შეძლო შიგნით პარტიაში რეფორმირება.
”ამიტომ არა მარტო მე, ბევრმა დატოვა პარტია. დღეს ვფიქრობ, რომ სრულიად ახალი პოლიტიკური გუნდების და ჯგუფების დრო არის. ხალხი დაიღალა დაპირისპირებით, კინკლაობით. დროა, რომ პროფესიონალების გუნდი მოვიდეს ხელისუფლებაში.
ერთის მხრივ, გვყავს ”ნაციონალური მოძრაობა” თავისი წარსულით, მეორეს მხრივ გვყავს ”ქართული ოცნება” თავისი 4 წლიანი უუნარობით და კატასტროფით, რაც ქვეყანაში ხდება. ეს ორი ჯგუფი ცდილობდა აქამდე ცუდსა და უარესს შორის გაეკეთებინა ხალხს არჩევანი. გამოჩნდა ჩვენი მძლავრი გაერთიანება, რომელიც ამბობს, რომ არ არის აუცილებელი არჩევანი ცუდსა და უარესს შორის გააკეთონ, არამედ წარსულსა და მომავალს შორის”, - განაცხადა ვაშაძემ.
მისივე თქმით, პარტიული სიის პრეზენტაცია მალე ექნებათ. რაც შეეხება სიის პირველ ნომერს, ვაშაძის განმარტებით, არავისთვის იქნება სიახლე, რომ სიის პირველი ნომერი პაატა ბურჭულაძე იქნება.
”დანარჩენს კი ყველა პრეზენტაციაზე შეიტყობს”, - აღნიშნა ვაშაძემ.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 712
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24