პოლიტიკა

დავით ზალკალიანსა და ლინას ლინკევიჩიუსს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

09.06.20 17:20


9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკევიჩიუსს შორის, ლიეტუვას მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, საუბრის მთავარი თემა იყო ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის არსებული დინამიკა და სამომავლო პრიორიტეტები, რაზეც 11 ივნისს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება ტელე-ვიდეო კონფერენციის ფორმატში.

“ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის სტრატეგიულ მნიშვნელობას და პარტნიორობის ამბიციური მიზნების დასახვასა და განხორციელებაში ერთობლივ ძალისხმევას. ამ კონტექსტში, დავით ზალკალიანმა დეტალურად გააცნო კოლეგას ქართული მხარის პრიორიტეტები.

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მთავრობის აქტიურ და კოორდინირებულ პოლიტიკას კოვიდ-19 ის წინააღმდეგ ბრძოლაში. პანდემიასთან წარმატებულად გამკლავების ფონზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო ტურისტებისთვის 1-ელი ივლისიდან საზღვრის გახსნის გადაწყვეტილებას დააღინიშნა ლიეტუვას მხარის მზადყოფნა, საქართველოსთან, როგორც უსაფრთხო ტურიზმის დანიშნულების ქვეყანასთან, აქტიურად ითანამშრომლოს ამ მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობის შესახებ. ამ კონტექსტში ლინას ლინკევიჩიუსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმება დააღნიშნა საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობა.დავით ზალკალიანმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ლიეტუველ კოლეგას აღნიშნული მიმართულებით და დაუდასტურა, რომ არჩევნები კვლავაც დემოკრატიული სტანდარტების მაღალი დაცვით გაიმართება. მხარეები შეთანხმდნენ განხილული თემების შემდგომ კოორდინაციაზე ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები