პოლიტიკა
10.06.20 11:00
პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, საქართველოს მთავრობა ახალ რეგულაციებზე მუშაობას ასრულებს.
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განიხილა კონკრეტული კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილება საერთაშორისო ტურიზმის გახსნის აუცილებელი პირობაა.
კრიტერიუმების შემუშავების პროცესში საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვაა, რათა „კოვიდ-19“-ის ეპიდემიასთან ბრძოლაში ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატება საფრთხის ქვეშ არ დადგეს.
ამასთან, აქტიურად გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო დონეზე ე.წ. უსაფრთხო მიმართულებების იდენტიფიცირების კუთხით.
პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროები, დიპლომატიური წარმომადგენლობები ინტენსიურ კომუნიკაციას განაგრძობენ ევროკავშირის ქვეყნებთან ტურიზმის გახსნის თვალსაზრისით.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შიგნით ჯერ ისევ გრძელდება მსჯელობა, მათ შორის მესამე ქვეყნებთან, ტურიზმის გახსნის თაობაზე.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ მიუხედავად იმისა რომ, პრიორიტეტულად განსაზღვრული ქვეყნებიდან შეთანხმება მიღწეული იყო ისრაელთან, იქ გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ტურიზმის მყისიერად გახსნის შესაძლებლობა, ამ ეტაპზე, გადავადდა.
შესაბამისად, საქართველოს მთავრობა აკვირდება მოვლენების განვითარებას და გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური სურათის გათვალისწინებით და ცვლილების შესაბამისად მიიღებს. თითოეული ნაბიჯის გადადგმისას კი, უმთავრესი პრიორიტეტი კვლავ საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა იქნება.
მთავრობის წევრების განცხადებით, შექმნილი გლობალური პანდემიის ფონზე, განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება შიდა ტურიზმს, რომელიც 15 ივნისიდან იხსნება და თითოეული მოქალაქის მხრიდან შიდა ტურიზმის ხელშეწყობას ქვეყნის ეკონომიკისა და სექტორისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 199
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
უახლოეს დღეებში საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება
16:5029.04.24
-
16:2829.04.24
-
შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის სენატის დელეგაციას შეხვდა
16:0029.04.24
-
2 მაისს პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ
15:3729.04.24
-
კახეთში, 13 წლის შვილის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს
15:1429.04.24
-
შსს-ს ინფორმაციით, ალექსი პეტრიაშვილი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზეა დაკავებული
14:4229.04.24
-
14:1129.04.24
-
13:4629.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
13:2529.04.24
-
საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩინეთში უვიზო მიმოსვლა 28 მაისიდან ამოქმედდება
13:1929.04.24
-
12:5529.04.24
-
„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ – ამ ლოზუნგით ბათუმში დღეს აქცია გაიმართება
12:2329.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - არის დრო ერთად დგომის და შემართების
12:0029.04.24
-
ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაში ქართული ღვინის მარნები მონაწილეობდნენ
11:4029.04.24
-
11:2029.04.24
-
დიმიტრი ხუნდაძე - საქართველოში ღირსება არცერთი ფორმით არ იყიდება
11:0029.04.24
-
10:3429.04.24
-
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა კამათის ფონზე დაიწყო
10:1029.04.24
-
ბრძოლა ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნებისთვის და ინდოეთის ოკეანეში გასასვლელისთვის
9:4429.04.24
-
18:0026.04.24
-
მაკა ბოჭორიშვილი - წარმოუდგენელია წევრი ქვეყნების თანხმობის გარეშე უვიზო რეჟიმის გაუქმება
17:4026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - გაუმჭვირვალე NGO-ებმა ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა ორჯერ სცადეს
17:1526.04.24
-
ირაკლი ქარსელაძე - თბილისიდან ბათუმში ჩასვლა უკვე სამ საათნახევარში იქნება შესაძლებელი
16:5026.04.24
-
ირაკლი კობახიძე - მოვახერხებთ ტრადიციებითა და ტრადიციული ღირებულებებით ევროკავშირის წევრობას
16:2926.04.24
-
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ნორვეგიელ კოლეგას, ესპენ ბარტ ეიდეს შეხვდა
16:0026.04.24
-
15:3926.04.24
-
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია
15:2326.04.24
-
15:0026.04.24
-
ლევან დავითაშვილი - მნიშვნელოვანია დეველოპერული და სამშენებლო სექტორის განვითარება
14:4026.04.24
-
14:2026.04.24
-
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია ორი პირი
14:0026.04.24
-
13:3626.04.24
-
13:0026.04.24
-
თურქეთი სომხეთს შერიგებას სთავაზობს. ერევანმა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა
12:3626.04.24
-
შალვა პაპუაშვილი - ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება
12:1726.04.24
-
„საქსტატი“ - 2023 წელს, ემიგრანტების რაოდენობა 95.6%-ით გაიზარდა
11:4626.04.24