პოლიტიკა

ნათია თურნავა - ყველგან ინვესტიციების სერიოზული კლებაა, მათ შორის საქართველოშიც

10.06.20 12:00


თქვენ თუ შეხედავთ ინვესტიციების მსოფლიო სტატისტიკას ამ დროს ყველგან ინვესტიციების სერიოზული კლებაა, მათ შორის საქართველოშიც,- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ პალიტრანიუსის გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისივე თქმით, უკვე ჩაშვებულია რამდენიმე პროექტი, რომელიც დამატებით ინვესტიციებს მოიზიდავს და მნიშვნელოვნად აისახება სტატისტიკაზე.

„ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე, აქ მარტო საქართველოში როდის, რა მოხდა კი არ უნდა შევხედოთ, უნდა შევხედოთ გლობალურად, მსოფლიოში, რა მოხდა. იანვარში, თებერვალშიც და მით უფრო მარტში მსოფლიოში უკვე მძვინვარებდა ჯერ ეპიდემია და შემდეგ უკვე პანდემია შესაბამისად, როდესაც ასეთი გლობალური არასტაბილურობა გაჩნდა ფინანსურ ბაზრებზე, ამას მანამდე ერთვოდა სანავთობო ბაზრებზე ასეთი რყევები, ინვესტორები, რა თქმა უნდა, ვერ იღებდნენ გადაწყვეტილებას ინვესტიციებთან დაკავშირებით. თქვენ თუ შეხედავთ ინვესტიციების მსოფლიო სტატისტიკას, ამ დროს სერიოზული კლებაა ყველგან ინვესტიციების და მათ შორის, საქართველოშიც.

მე შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ რამდენიმე მსხვილი პროექტი, რომელიც მოიტანს დამატებით ინვესტიციებს და რომელიც სერიოზულად აისახება სტატისტიკაზე, უკვე პრაქტიკულად ჩაშვებულია. მაგალითად, ნამახვანის ჰესი -700 მილიონი დოლარის ინვესტიცია, შეუქცევადი პროცესია. ახლა ჩვენ მალე გვექნება უკვე მშენებლობის გახსნის ცერემონია, მშენებლობის ნებართვა გაცემულია, ინვესტორი მუშაობს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები