ეკონომიკა

საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2016 წლის იანვარ-ივლისში 2,7% შეადგინა.

05.09.16 15:40


საქართველოში 2016 წლის იანვარ-ივლისში რეალური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2,7% შეადგინა.

ამასთან იმავე მაჩვენებელმა ივლისში 2,1% შეადგინა, ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში. ივლისში ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს ქვეყანაში მშპ-ს საპროგნოზო მაჩვენებელი 3%-იდან 3,5%-მდე გაზაქრდა.

საქართველოში ეკონომიკურ ზრდას კვლავ აფერხებს ქვეყნის ძირითად სავაჭრო პარტნიორთა სირთულეები, თუმცა გააქტიურდნენ შიდა და საგარეო ინვესტორები.

გაუმჯობესდა სიტუაცია სამშენებლო სფეროში, ასევე დადებითი გავლენა იქონია თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა ევროკავშირის ქვეყნებთან.

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საპროგნოზო მაჩვენებლის გაუმჯობესებას ხელი შეუწყო ფისკალური სტიმულირებისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილმა ღონისძიებებმა, რაც ინვესტიციებისა და მოხმარების ზრდის პერსპექტივას იძლევა.

ასევე დადებით შედეგს ელოდებიან რეფინანსირების განაკვეთის შემცირებით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზით, 2016 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 3,4% იქნება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი მშპ-ს ზრდას 2016 წელს 2,5%-ის დონეზე ვარაუდობს.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 496


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები