ეკონომიკა

"კავკასიის განვითარების ბანკი - საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა

05.09.16 16:50


საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა, რის გამოც ბანკი ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა, — იტყობინებ საქართველოს ეროვნული ბანკი.

2016 წლის 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში, მშობელი ბანკის გარშემო განვითარებული პრობლემების გამო, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება სს "კავკასიის განვითარების ბანკი — საქართველო" — ში დროებითი ადმინისტრაციის დანიშვნის თაობაზე.

ეროვნული ბანკის შეფასებით, კრედიტორთა, მათ შორის, პირველ რიგში დეპოზიტართა მოთხოვნების დაკმაყოფილება სრულად განხორციელდება.

იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სს "კავკასიის განვითარების ბანკი-საქართველოს" ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი გასტუმრება, კრედიტორებმა უნდა წარმოადგინონ ბანკის ლიკვდატორთან ბანკის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები