პოლიტიკა

პრეზიდენტი ჯარს: თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი

01.07.20 14:40


„თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ჯარისკაცებს.

პრეზიდენტის თქმით, ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი.

„მინდა, ასევე, ქართულ ჯარს მივმართო და მადლობა მოვახსენო პროფესიონალიზმის, ერთგულებისა და თავდადებისთვის. თქვენ ხართ ჩვენი სახელმწიფოს საყრდენი. ქართული ჯარი იდგა და დგას სამშობლოსადმი ერთგულებაზე, თავდადებასა და ღირსებაზე. ქართული ჯარი იყო, არის და იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი. ქართული ჯარი არის და იქნება ჩვენი პარტნიორებისათვის სანდო და საიმედო ძალა. ქართული ჯარი არის ჩვენი სახე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები ყოველდღიურად გვასახელებენ. ამდენად, მინდა ყველას, საზოგადოების სახელით, მადლობა მოგახსენოთ და გამოვხატო თქვენს მიმართ ჩემი ღრმა პატივისცემა. მინდა, ბატონო გენერალო, თქვენ გისურვოთ დიდი წარმატება ქვეყნის სამსახურში. ახალ თანამდებობაზე ახალი პასუხისმგებლობით აღჭურვა იქნება საჭირო, რათა თქვენ ჩვენს ჯარს წინ უძღოდეთ და მისი მომავლისთვის წარმატების იმედი და წარმატების ნიშანი იყოთ ქვეყნის მთლიანობისკენ მიმავალი ჩვენი ჯარი დღეს თქვენი იმედითაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს ვაზიანში თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. გენერალ-ლეიტენანტმა, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელის უფლებამოსილება გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს გადააბარა.




წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები