პოლიტიკა

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

03.07.20 10:45


პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა - 94 მომხრე და ერთი წინააღმდეგი.

კანონპროექტის თანახმად, მტკიცდება პარტიების დაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც დამოკიდებული იქნება არჩევნებში მიღებული ხმების საერთო რაოდენობაზე.

მკაცრდება ამომრჩევლის მოსყიდვასთან დაკავშირებული რეგულაციები. დგინდება სავალდებულო გენდერული კვოტები – ნებისმიერ საარჩევნო სიაში ყოველი მეოთხე კანდიდატი უნდა იყოს განსხვავებული სქესის ადამიანი. საარჩევნო უბნიდან 25 მეტრის რადიუსში იკრძალება სააგიტაციო მასალის გავრცელება და დაუშვებელია ამომრჩევლის გადაადგილების შეფერხება.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები