პოლიტიკა

თბილისის საკრებულოში ბულგარეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

03.07.20 11:30


თბილისის საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თინათინ ნიბლოშვილი საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს დესისლავა ივანოვას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს, შეხვედრაზე თინათინ ნიბლოშვილმა თბილისსა და ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას შორის მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

მათივე ცნობით, ნიბლოშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს და ბულგარეთის დედაქალაქები დაძმობილებული ქალაქებია.

„თბილისი და სოფია დაძმობილებული ქალაქებია. ეს კი ქალაქებს შორის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს. თბილისს დაძმობილებულ ქალაქებთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებს. სასიხარულია, რომ სოფიაც მათ რიცხვში შედის“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.

უწყების ინფორმაციით, სახელდების და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ კომისიის მუშაობის შესახებ და თბილისში ქუჩების თუ სკვერების სახელდების პროცედურებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ორი მხარის ერთობლივი სურვილია, ქალაქებს შორის გეოგრაფიული ობიექტების ნაცვალგება მოხდეს.

„ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ თინათინ ნიბლოშვილს შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება თბილისის საკრებულოს წინადადებას სოფიასა და თბილისის სახელების ნაცვალგების შესახებ. თინათინ ნიბლოშვილმა ბულგარელ სტუმრებს ამ საკითხის დეტალურად შესწავლა და გეოგრაფიული ობიექტების შესახებ ინფორმაციის გაცვლა შესთავაზა. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ და საქმიანი ურთიერთობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები