პოლიტიკა

პრემიერი კითხვაზე, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი - წარმოდგენა არ მაქვს

03.07.20 11:45


წარმოდგენა არ მაქვს, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მისთვის პრიორიტეტული სხვა საკითხებია.

„წარმოდგენა არ მაქვს. დღეის მდგომარეობით ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ეპიდემიოლოგია, ეკონომიკური რეფორმები და პოსტკრიზისული ეკონომიკური გეგმა და ახლა ძალზედ მნიშვნელოვანი ხდება ისეთი მიმდინარე პროცესები, როგორიც არის გამოცდები, რომელიც დღეს დაიწყო და კიდევ ბევრი რამ“, - განაცხადა გახარიამ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ სიის დაკომპლექტებაზე კონსულტაციები ამ ეტაპზე დაწყებული არაა.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 199


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები