პოლიტიკა
03.07.20 12:40
საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მედიის მიერ მომზადებული მასალების გარჩევა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმე არ არის. საუბარია “მთავარი არხის” სიუჟეტზე, რომელსაც სუს-ი ზემოაღნიშნული საქმის ფარგლებში სწავლობს.
ლომჯარია აღნიშნავს, რომ გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაზე ზემოქმედების მცდელობას უფრო ჰგავს.
“ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია სუს-ისგან , თუ კონკრეტულად რა ფაქტებს შეეხებოდა და როდის დაიწყო ეს გამოძიება, მიღებული პასუხებით, ეს არ იყო კავშირში რამდენიმე დღის წინ მთავარზე გასულ სიუჟეტთან.
…სუს-ის საქმე ნამდვილად არ არის მედია როგორი სახის სიუჟეტებს მოამზადებს.
…ეს გამოძიება უფრო ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ჟურნალისტების საქმიანობაზე ზემოქმედების განხორციელების მოტივაციას უფრო ვხედავ”, – აცხადებს ის.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 ივლისს თქვა, რომ სასამართლოს განჩინების საფუძველზე უწყებას მიეცა უფლება, „მთავარი არხიდან“ ამოიღოს 20 ივნისს კორონავირუსთან დაკავშირებით გასული სიუჟეტის სრული, დაუმონტაჟებელი მასალა. სუსი აცხადებს, რომ ამ სიუჟეტს და მასთან დაკავშირებულ გარემოებებს ე.წ. საბოტაჟის საქმის ფარგლებში სწავლობენ.
აღნიშნულს გამოეხმაურა “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც”, რომელმაც საქმე “მედიის თავისუფლებაში ჩარევის სახიფათო პრეცენდენტად” შეაფასა.
“მთავარმა არხმა” 20 ივნისს მოამზადა სიუჟეტი, სადაც რესპონდენტები ამბობდნენ, რომ მათი ოჯახის წევრები დაიღუპნენ სხვა დაავადებით, თუმცა მათ შესთავაზეს, რომ თუ გარდაცვალების მიზეზად COVID-19-ის ჩაწერას დათანხმდებოდნენ, სანაცვლოდ გარკვეულ თანხას მიიღებდნენ. სუს-ში გამოკითხვაზე სწორედ ის რესპონდენტები დაიბარეს, რომლებმაც აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდეს “მთავარ არხს”.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, აღნიშნული პირები გამოკთხვაზე დაიბარეს 2020 წლის მარტში საბოტაჟის მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში.
მანამდე, 16 მარტს, პირთა ჯგუფმა ,“მთავრობის” და “ჯანდაცვის” სახელით, საქართველოს რიგ მოქალაქეებს გაუგზავნა ცრუ შეტყობინებები ვირუსის გავრცელების მასშტაბების, ნეგატიური შედეგების და ხელისუფლების მიერ მიღებული ვითომდა გადაჭარბებული ზომების შესახებ.
გამოძიება მაშინ დაიწყო საბოტაჟის მუხლით (საქართველოს სსკ-ის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით). დანაშაული 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
კითხვაზე, ამ ორ ამბავს რა კავშირი აქვს ერთმანეთთან, სუს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება “მთავარი არხის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას “იგივე ჭრილში განიხილავს”.
წყარო : /www. netgazeti.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24