პოლიტიკა

ყველა დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში, პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს - გახარია რურუაზე

03.07.20 13:20


პრემიერი გახარია ამბობს, რომ გიორგი რურუას საქმეს პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ აქვს.

მისი თქმით, ეს საგამოძიებო პროცესია, გადაწყვეტილება კი სასამართლომ უნდა მიიღოს.

"ყველა სისხლის სამართლის დამნაშავე უნდა იჯდეს ციხეში და ამას პოლიტიკურ პროცესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. ეს არის საგამოძიებო პროცესი, რომელზეც საბოლოო ვერდიქტი და გადაწყვეტილება ქართულმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. აი ქართული სასამართლო საბოლოო ვერდიქტს და გადაწყვეტილებას რო გამოიტანს, ეს ხომ პროცესია. მერე ვილაპარაკოთ დანარჩენზე". - ამბობს პრემიერმინისტრი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები