პოლიტიკა

ოპოზიცია ამას გამარჯვებად აღიქვამს, მაგრამ მათდა სამწუხაროდ, ეს არის სიცრუე - გიორგი ვოლსკი კონგრესის კანონპროექტზე

07.07.20 15:40


საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გია ვოლსკი აცხადებს, რომ კონგრესის მიერ საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების გაყინვა სიცრუეა.

„ოპოზიცია აღიქვამს კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ეს, ოპოზიციის სამწუხაროდ, არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატოსთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს",- განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკის თქმით, კანონპროექტის კონგრესის მიერ მოწონების პერსპექტივა პრაქტიკულად, არ არსებობს და სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება, მიუხედავად ოპონენტების ინტენსიური ბრძოლისა.

„ფრონტერას" ხელწერაც იგრძნობა. პირველი: „ფრონტერას" და საქართველოს კორპორაციას შორის დავა სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა და აღიარა, რომ „ფრონტერა" ამ შეთხვევაში მართალი არ არის და რასაკვირველია, ამერიკის შეერთებული შტატების ინვესტიციებზეც შეზღუდვაზეც არაფერი საუბარი არ არის, მით უმეტეს, რომ აგერ ოპეკი, სახელმწიფო დაწესებულება საკმაოდ სერიოზულ, მრავალმილიონიან ინვესტიციას აკეთებს საქართველოში და ეს ინვესტიცია ახლა მიმდინარეობს. ეს ერთი. მეორე - არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა. ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რის პერსპექტივაც პრაქტიკულად, არ არსებობს, ასე რომ, ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად",- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 253


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები