პოლიტიკა

საქართველოს საელჩო ნიდერლანდებში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს

07.07.20 17:00


საქართველოს საელჩო ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს.

საელჩო მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი ივლისიდან ნიდერლანდებში მოგზაურობა საქართველოს მოქალაქეთათვის კვლავ ნებადართულია.

აკრძალვის გაუქმება ეხებათ: საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი საქართველოა და რომლებიც ნიდერლანდებში მიემგზავრებიან საქართველოდან.

ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას მათ არ მოეთხოვებათ რაიმე დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა (ორმხრივი ბილეთი, სასტუმროს ჯავშანი და ა.შ.);

საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა მუდმივი ბინადრობის ადგილი ჩამოთვლილ ქვეყანათაგან ერთ-ერთია და რომლებიც ნიდერლანდებში ამ ქვეყნებიდან მოემგზავრებიან: ავსტრალია, ალჟირი, ახალი ზელანდია, იაპონია, კანადა, მაროკო, მონტენეგრო, რუანდა, სამხრეთ კორეა, სერბეთი, ტაილანდი, ტუნისი და ურუგვაი.

ნიდერლანდების საზღვრის კვეთისას, გარდა სტანდარტული დოკუმენტებისა, მათ უნდა წარადგინონ ბინადრობის დამადასტურებელი ნებისმიერი დოკუმენტი.

საელჩო განმარტავს, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის ბინადრობის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის ნიდერლანდებში შესვლა კვლავ შეზღუდული რჩება.

ნიდერლანდების მთავრობის გადაწყვეტილებით, მგზავრები ვალდებულნი არიან, აეროპორტში ატარონ პირბადე.

ნიდერლანდებში შემსვლელმა ნებისმიერმა მგზავრმა საზღვარზე უნდა წარადგინოს ჯანმრთელობის დეკლარაცია.

ჯანმრთელობის დეკლარაციის ფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია აღნიშნული ბმულიდან.




წყარო : /www.1tv.ge/

წაკითხულია : 235


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები