პოლიტიკა

რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება - კელი დეგნანი

08.07.20 10:00


აშშ-ს ელჩმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

კელი დეგნანი , რომელიც დღეს შიდა ქართლში, სოფელ ყარაფალას სტუმრობდა. კიდევ ერთხელ შეახსენა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები.

"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი მხარდაჭერაც და ჩვენი ერთგულებაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და კვლავაც შევახსენო რუსეთს, რომ მან უნდა შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად დაკისრებული ვალდებულება. ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა უნდა მიეცეს", - განაცხადა დეგნანმა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 190


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები