პოლიტიკა
08.07.20 10:15
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში შეხვედრა გამართა ევროკომისიის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებათა გენერალური დირექტორატის, აღმოსავლეთ სამეზობლოს დირექტორატის ხელმძღვანელთან ლოურენს მერედიტთან და საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის აღმოსავლეთ პარტნიორობის ორმხრივი ურთიერთობების სამმართველოს უფროსთან რიჩარდ ტიბელსთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის, საუბარი შეეხო ევროკავშირის საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც რეკომენდაციას უწევს 14 სხვა ქვეყანასთან ერთად, საქართველოსთან სამგზავრო შეზღუდვების მოხსნას. აღნიშნული ფაქტი მნიშვნელოვან პოლიტიკურ გზავნილს წარმოადგენს და აღიარებს ქვეყნის მიერ ვირუსის ეფექტიანი შეკავების პროცესში გაწეულ წარმატებულ ძალისხმევას.
მახარობლიშვილის განცხადებით, საქართველო აგრძელებს ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან ორმხრივ კონსულტაციებს მიმოსვლის აღდგენისთვის შესაბამისი პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად.
შეხვედრისას მხარეებმა შეაჯამეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით ივნისში ტელევიდეო-კონფერენციის ფორმატში გამართული მაღალი დონის შეხვედრების შედეგები და შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ თანამშრომლობას 2021 წლის მარტში დაგეგმილი სამიტისთვის მოსამზადებლად. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა 2020 წლის შემდგომი მიზნებისა და მოსალოდნელი შედეგების დოკუმენტსა და სამიტის ერთობლივი დეკლარაციის პროექტზე მუშაობის დროულად დაწყების მნიშვნელობას.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ახალ დღის წესრიგსა და ევროკავშირის დახმარების მომავალ ერთიან ჩარჩო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხები და აღინიშნა, რომ ორივე დოკუმენტზე აქტიური მოლაპარაკებები 2020 წლის შემოდგომიდან დაიწყება.
ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 172
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24
-
11:2001.05.24