ეკონომიკა

შვეიცარიამ 15 მლნ ევრო გამოყო საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარებისათვის

06.09.16 14:45


შვეიცარია დახმარებას უწევს საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაში, ბოლო წლებში განხორციელებული ინვესტიციების ჯამმა 15 მილიონი ევრო შეადგინა, ამის შესახებ შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, კრისტა მარკვალდერმა საქართველო პარლამენტის თავმჯდომარესთან დავით უსუფაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიის კონფედერაციის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე შეხვდება: საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს; საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მიხეილ ჯანელიძეს.

შვეიცარიელთა დახმარებით წამოწყებული იქნა არა ერთი პროექტი საქართველოს მთიან რეგიონებში. „მოგეხსენებათ, შვეიცარიას აქვს უნიკალური გამოცდილება მსოფლიოში, თუ როგორ უნდა განვითარდეს მთიანი რეგიონები, რათა ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ყველა სიკეთე, რაც თანამედროვე სამყაროშია და ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული თანაშრომლობა», — თქვა უსუფაშვილმა.

მარკვალდერი საქართველოში ორშაბათს ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტი 6 სექტემბერს დასრულდება.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 1216


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები