პოლიტიკა

,,როგორც გორელები არ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ისე "თავისუფალი დემოკრატები" არასოდეს ვტოვებდით ბრძოლის ველს“ - ალასანია

06.09.16 16:05


,,როგორც გორელები და ქართლელები არ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ისე "თავისუფალი დემოკრატები" არასოდეს ვტოვებდით ჩვენს ბრძოლის ველს და მებრძოლებს გაჭირვებაში. სწორედ ამ ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში მთელს საქართველოში“, -ამის შესახებ ისაუბრა ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გორში, სადაც ოფიციალურად დაიწყო მისი საარჩევნო კამპანია. პარტიის გორის ოფისთან აქტივთან, პარტიის წევრებთან და გორის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე მან ისაუბრა ქართლის და გორის გამორჩეულ როლზე, რომელიც ამ კუთხეს მიუძღვის საქართველოს ტერიოტორიული მთლიანობის, საქართველოს სულის და ღირსების დაცვის საქმეში - ,,კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო - როდესაც 2008 წელს გაეროში ჩვენ ვიცავდით საქართველოს ღირსებას და ჩვენი დიპლომატიის ფრონტის ხაზზე ვიყავით, გორელებო, სწორედ თქვენი სულის სიმტკიცე და უტეხობა იყო ჩვენი სტიმული მაშინ და მიტომაც მე გადავწყვიტე, რომ ის გამოცდილება, რომელიც გამაჩნია და ის გამოცდილება, რომელიც დავაგროვეთ ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“, როდესაც ვიყავით ხელისუფლებაში, ვმუშაობდით და ვაკეთებდით საქმეს, როდესაც მე შევძელი ის, რომ დაგვეწყო ნდობით სავსე მოლაპარაკება აფხაზებთან - ეს ყველაფერი მინდა მოვახმარო გორს იმისთვის რომ რეგიონი გახდეს უფრო დაცული“ , -განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა გამოკვეთილად ისაუბრა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის მნიშვნელობაზე: ,,როდესაც თავდაცვის სამინისტროში წამოვიწყე საჰაერო თავდაცვის საქმე, ეს ყველაფერი ემსახურებოდა იმას, რომ ვყოფილიყავით უფრო დაცულები და მოლაპარაკებებში და ზურგი გვქონოდა გამაგრებული, მაგრამ, ამ საქმეში ხელი შეგვიშალეს, ზურგში დანა ჩაგვარტყეს და მეტიც, პოლიტიკური ზემოქმედებისთვის უდანაშაულო ხუთი ადამიანი სამხედროები თავდაცვის სამინისტროდან დღესაც არიან ციხეში. სწორედ ამიტომ მინდა გითხრათ, როგორც გორელები და ქართლელები არ გარბოდნენ ბრძოლის ველიდან, ისე "თავისუფალი დემოკრატები" არასოდეს ვტოვებდით ჩვენს ბრძოლის ველს და მებრძოლებს გაჭირვებაში. სწორედ ამ ერთსულოვნებით, ერთიანობით ვაპირებთ გავიმარჯვოთ 8 ოქტომბრის არჩევნებში მთელს საქართველოში“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 469


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები