პოლიტიკა

ლენტეხის მუნიციპალიტეტში შესაძლოა ადგილობრივების ევაკუაცია გახდეს საჭირო

21.08.20 16:00


ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, გარესამყაროს მოწყვეტილ მოსახლეობასთან სატელეფონო კომუნიკაცია აქვთ და საჭიროების შემთხვევაში მათ საკვებს და მედიკამენტებს მიაწვდიან.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად გარესამყაროს ხუთი სოფელია მოწყვეტილი.

სოფლებთან: დურაში, ესიერი, საყდარი, მუწდი და ტვიბი დამაკავშირებელი ხიდები ადიდებულმა მდინარეებმა - მუხრამ და ჩოლშურამ წაიღო.

მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, თუ წვიმა გაგრძელდა, არ არის გამორიცხული რამდენიმე ადგილობრივის გაყვანა გახდეს საჭირო.

სტიქიის ზონაში იმყოფებიამ მხარის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი და მაჟორიტარი დეპუტატი. ისინი არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობიან.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები