პოლიტიკა
21.08.20 18:00
მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს! თითოეული თეთრიწყაროელის, ამ არჩევნებში ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვებთ და ძალიან ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ როგორც თეთრიწყაროსთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის! - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროს და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გოგი მეშველიანმა თეთრიწყაროში წარდგენაზე.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს თეთრიწყაროში არსებული პოტენციალის რეალიზებისთვის.
„ძალიან დიდი ისტორიული ქარტეხილები ახსოვს თეთრიწყაროს მიწას. ბევრი ისტორიული ძეგლია მუნიციპალიტეტში. ეს ყველაფერი უნიკალურ ბუნებასთან, განუმეორებელ ჰავასთან ერთად, სწორედ თეთრიწყაროს დიდ პოტენციალზე მეტყველებს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამ პოტენციალის რეალიზება მოხდეს, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა გახდეს.
თეთრიწყაროს ყველაზე დიდი სიმდიდრე ადგილობრივი საზოგადოებაა, რომელიც ყოველთვის, ყველა ისტორიულ მომენტში ერთგულად და თავდადებით ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას.
ამის მრავალი ნათელი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია. მინდა გამოვეხმაურო პრემიერ- მინისტრს, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ჩვენი მოსახლეობა ათწლეულები არ უნდა ელოდებოდეს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას, სოფლამდე გზის მიყვანას, წყალმომარაგების საკითხების გადაწყვეტას.
რა თქმა უნდა, გვესმის, რომ როგორც ბატონმა პრემიერმა ბრძანა - ძალიან დიდი რესურსებია საჭირო ამ საკითხების მალე მოსაგვარებლად, თუმცა ჩვენ ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით თეთრიწყაროში დიდი საქმეებია დაწყებული.
„თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მხოლოდ „აწარმოე საქართველოს“ პროგრამის ფარგლებში 100-მდე პროექტია დაფინანსებული, მათ შორის 60-მდე ბიზნესის გაფართოების მიზნით.
მიმდინარეობს მანგლისის გაზიფიცირების ისტორიული მნიშვნელობის პროექტი, რომლის ღირებულება 11.5 მილიონ ლარს აღემატება. მერწმუნეთ, ეს ძალიან სასარგებლო პროექტი იქნება მანგლისის შემდგომი განვითარებისთვის. ასევე უახლოეს პერიოდში დაიწყება მანგლისის წყალმომარაგების სისტემის პროექტირების სამუშაოები და როგორც კი კლიმატური პირობები შესაძლებლობას მისცემს შესაბამის ფონდებს, მშენებლობა დაიწყება.
8 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები დაიწყება გოლთეთის, წინწყაროს, ქოსალარის, დურნუკისა და ხაიშის მიმართულებით. დაახლოებით 3 მილიონი ლარის სამუშაოები უკვე მიმდინარეობს ჯორჯიაშვილის და ბოგვის მიმართულებით.
რატომ ვუსვამ ხაზს კონკრეტულად ამ პროექტებს? რადგან თითოეული მათგანი მიმართულია ადგილობრივი საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლებისკენ. რათა თქვენი ცხოვრება აქ უფრო მეტად სასიამოვნო გახდეს. უფრო მეტი ადამიანი დაბრუნდეს თეთრიწყაროში და უფრო მეტად შევძლოთ ჩვენ ადგილობრივი პოტენციალის გამოყენება. რა თქმა უნდა, ყველა ამ გამოწვევას, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, სჭირდება ჩვენი, როგორც საპარლამენტო გუნდის, ასევე ცენტრალური ხელისუფლების, სამთავრობო გუნდის, ადგილობრივი საზოგადოების - თითოეული ჩვენგანის გაერთიანებული ძალებით მუშაობა. მთავარი ამოცანაა ჩვენი კონსოლიდაციის საკითხი, რათა შევძლოთ ამ არჩევნებში იმ შედეგის ჩვენება, რომელიც ჩვენმა გუნდმა თავისი მუხლჩაუხრელი შრომით დაიმსახურა“ - განაცხადა გოგი მეშველიანმა.
ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 73
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24