პოლიტიკა

კახა კახიშვილი: არა ტყუილ დაპირებებს

24.08.20 10:45


ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან” კახა კახიშვილი მოსახლეობას შეხვდა,- ამის შესახებ ინფორმაცია კახიშვილის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.

 

როგორც კახა კახიშვილი აღნიშნავს, ისნის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საკუთარი სტრატეგია გააცნო:

 

„საარჩევნო კამპანიას აქტიურად ვაგრძელებთ. საკმაოდ თბილი და სასიამოვნო შეხვედრა გვქონდა ისნის რაიონის ამხანაგობების თავმჯდომარეებთან. მათთან დიალოგი საინტერესო და ამავდროულად, ნაყოფიერი იყო. მათ ჩემი სტრატეგია გავაცანი, სანაცვლოდ კი გულითადი რჩევები მივიღეთ. „არა ტყუილ დაპირებებს” – ჩემი კამპანიის სლოგანმა ამხანაგობების თავმჯდომარეებისგან მოწონება დაიმსახურა. დავპირდი, რომ მანკიერ პრაქტიკას, რაც ოპონენტების მისამართით ბრალდებებს გულისხმობს, ჩემი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში არასდროს გამოვიყენებ. კონსტრუქციული და ჯანსაღი კონკურენცია არის ის, რაც ისნის რაიონის, თბილისისა და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”,- განაცხადა კახა კახიშვილმა.

 

 

 

წყარო :  /www.kvira.ge/

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები