პოლიტიკა

შაქარაშვილის საქმე - სასამართლო ნაფიცი მსაჯულების შერჩევას იწყებს

19.10.20 10:15


გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დღეიდან დაიწყებაძალადობისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევას გორის რაიონული სასამართლო 15:00 საათზე დაოწყებს.მსაჯულები არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტან ჩიქოვანის ვერდიქტზე იმსჯელებენ.

 

პირველ ეტაპზე სასამართლოს შერჩევითობის პრინციპით, 300 კაციანი სია უნდა გადაეცეს. პოტენციურ კანდიდატებს, საქმის ირგვლივ შეკითხვები, დაცვისა და ბრალდების მხარემ უნდა დაუსვას, რის შემდეგაც მხარეები მათთვის მისაღები კანდიდატების სიას სასამართლოს გადასცემენ. სასამართლომ კი 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯული უნდა დაამტკიცოს.

 

ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძესა და ნიკოლოზ რევაზიშვილს კიდევ ორ ბრალდებულთან ერთად შაქარაშვილის მკვლელობაშიც ედებათ ბრალი, თუმცა საქმის ამ ეპიზოდს, კვლავ მცხეთის სასამართლო განიხილავს.

 

დღესვე, მცხეთის რაიონულ სასამართლოს ჩვენებას მისცემენ დაკავებულები ლ.შ, გიორგი მერაბიშვილი და ნიკოლოზ ქანაშვილი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 361


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები