პოლიტიკა

დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ თავისუფლება ვერა და ვერ მოვიპოვეთ - ახვლედიანი

19.10.20 11:45


ევროპული საქართველოს ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატის, არმაზ ახვლედიანის თქმით, დღეს მიუხედავად იმისა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ის ვერ გახდა თავისუფალი. ახვლედიანის თქმით, თავისუფლება გამორიცხავს ისეთ არანორმალურ მმართველობას, რეჟიმებს, რაც საქართველოს აქვს ბოლო 20-25 წლის განმავლობაში.


ახვლედიანმა აღნიშნა, რომ სწორედ ეს ჩაკეტილი წრე უნდა გაირღვეს გარდამტეხი ცვლილებებით 31 ოქომბერს.

 

„საბჭოთა დროს ჩვენი ბათუმი ერთ-ერთი ყველაზე უფრო დახურული სივრცე იყო.

აქ უამრავი საბჭოთა ჯარისკაცი, მათ შორის მესაზღვრე, ყოველდღე, დღე და ღამ აკონტროლებდა საზღვარს, ზღვის ტრაექტორიას. იმიტომ, რომ იყო საბჭოთა ჯოჯოხეთიდან თავისუფალ სამყაროში გაქცევის არაერთი მცდელობა.

 

დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ, მაგრამ თავისუფლება ვერა და ვერ მოვიპოვეთ. ვერ მოვიპოვეთ იმიტომ, რომ თავისუფლება ისეთი რამ არის, რაც გამორიცხავს ისეთ არანორმალურ მმართველობას, ისეთ არანორმალურ რეჟიმებს, ჩვენ რომ გვაქვს ბოლო 20-25 წლის განმავლობაში. არც რეჟიმს უნდა, რომ ადამიანი იყოს თავისუფალი და არათავისუფალი გარემო თავისთავად არის ასეთი რეჟიმების მკვებავი!

 

აი, ეს არის რეალურად ჩაკეტილი წრე! ამ წრეს გავარღვევთ 31 ოქტომბერს, ამას დავასრულებთ და დავიწყებთ რეალურ სვლას თქვენი, თითოეული თქვენგანის, თითოეული ჩვენგანის რეალური თავისუფლებისკენ!“ - აცხადებს ახვლედიანი.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 334


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები