პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი აბსურდულს უწოდებს ოპონენტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დავით გარეჯის დაბრუნებით რუსეთის ინტერესების აღსრულება ხდება

19.10.20 12:00


როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, კონსტრუქციულ რეჟიმში, ცივილიზებული ფორმით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი?! პირიქით, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „იმედის კვირის“ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა.

 

მისივე თქმით, დავით გარეჯის საკითხის გადაწყვეტა ორივე ქვეყანის ინეტერესებში შედის.

 

„ეს არ არის კარტოგრაფების საქმე. ეს არის დავით გარეჯის მოღალატეობრივი გზით დათმობის საქმე. ეს ძალა იმსახურებს აკრძალვას. პირდაპირ ვიტყვი, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა არსებობდეს. შესაბამისად, მოსახლეობას ძალიან მარტივი არჩევანი აქვს: ან ირჩევენ ღალატს, ან სახელმწიფოს ერთგულებას, პატრიოტიზმს.

 

დავით გარეჯის დამტკიცებით, თუ განმტკიცებითა და დაბრუნებით, თურმე, ხდება რუსეთის ინტერესების აღსრულება, რაც სრული აბსურდია. პირიქით, აქ ლოგიკა არ არსებობს, როდესაც ჩვენ მეგობარ აზერბაიჯანს დავუმტკიცებთ ამ ყველაფერს, ძალიან მშვიდად, დიპლომატიური გზით, კონსტრუქციულ რეჟიმში, ცივილიზებული ფორმით, აქ სად ჩანს უცხო ქვეყნის ინტერესი?! პირიქით, ეს არის ორ ქვეყანის ინეტერესებში შემავალი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

წყარო :  /www.imedinews.ge/

წაკითხულია : 397


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები