პოლიტიკა
21.10.20 15:00
“პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ჩვენი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები უმჯობესდება, ჩემი აზრით, ეს არის დიდი ტყუილი, მაგრამ თუ ეს ასეა, მითუმეტეს, შეასრულონ ჩვენი ინიციატივა და გაითვალისწინონ. მეორე, რაც პრემიერმა თქვა, ეს იყოს ის, რომ პირად კონტროლზე აიყვანს პირდაპირ ინვესტიციებს. არ ვიცი, რამდენად ხვდება პრემიერი, რომ ამის თქმა იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში სისტემა არ მუშაობს. პრემიერ-მინისტრის საქმე არსად არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის პირდაპირი ინვესტიციების პირად კონტროლზე აყვანა”, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის ახალი ინიციატივაა, რომ სასწრაფოდ გაუქმდეს საბანკო ჯარიმები, შეჩერდეს პროცენტები და გადავდდეს სესხები.
„მოვამზადეთ პეტიცია, ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ მთავრობამ არსებული პანდემიოური ვითარება ფორსმაჟორად გამოაცხადოს და გაათავისუფლოს მოსახლეობა მძიმე საფინანსო და საბანკო ვალდებუილებებისაგან. - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალიდან ყველა მეტროსადგურთან პარტიის წარმომადგენლები დადგებიან და თითოეულ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა შეუერთდეს აღნიშნულ მოთხოვნას და ამ პეტიციას ხელი მოაწეროს.
“კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, რომ შეასრულოს ჩვენი მოთხოვნა.
“ეროვნულმა ბანკმა” განაცხადა, რომ მომხმარებლებს კრედიტებს აღარ გადაუვადებს, ეს იმ ვითარებაში, როდესაც საქართველოს მოსახლეობა იმყოფება უკიდურეს მდგომარეობაში, რომელსაც დაემატა კორონავირუსისგან და უუნარო მთავრობისაგან გამოწვეული ეკონომიკური კრიზისი. ივანიშვილი და მისი მთავრობა ბოროტად სარგებლობენ იმით, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, არ ფლობს იურიდიულ დეტალებს და უბრალოდ ბევრ მათგანს არ ახსოვს, რომ ყველა ხელშეკრულებაში წერია ფორსმაჟორული სიტუაცია, რა დროსაც თუ მთავრობა არ თაღლითობს, ბანკები ვალდებულნი არიან როგორც მინიმუმ გადაუვადონ კრედიტები მოსახლეობას, ჩამოაჭრან პროცენტებიც და ჯარიმებიც.
ეს თაღლითობაა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, რომ მხოლოდ რამდენიმე თვით გადაავადა სესხები და არ ითვალისწინებს, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. დიახ ეს არის ფორსმაჟორი, რასაც მალავს საქართველოს ხელისუფლება. ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოსახლეობას დავუდგეთ მხარში”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 352
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24