პოლიტიკა

ტარიელ ნაკაიძე ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლაზე საუბრობს

21.10.20 16:40


ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს ოლქში, ტარიელ ნაკაიძის განცხადებით, მას ორშაბათს დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ მას ქონდა კონტაქტი ინფიცირებულთან ქალაქ ხონში შეხვედრისას და ის უნდა გადასულიყო თვითიზოლაციაში.ნაკაიძის განცხადებით ის საერთოდ არ ყოფილა აღნიშნულ შეხვედრაზე პირადი პრობლემების გამო და ქალაქი ბათუმიც არ დაუტოვებია.

 

ნაკაიძის თქმით, დღეს მას დაუკავშირდნენ ჟურნალისტები და კითხეს ნამდვილად იყო თუ არა ამ შეხვედრაზე და რატომ არ გადადიოდა თვითიზოლაციაში.

 

ნაკაიძემ აღნიშნა, რომ ამის შემდეგ მან გადაწყვიტა აეღო ტესტი კორონავირუსზე, სადაც მისი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

 

ტარიელ ნაკაიძე ხელისუფლებას მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი ჭორების გავრცელება და აცალოს მას საარჩევნო კამპანიის წარმართვა.

 

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 352


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები