პოლიტიკა
21.10.20 17:00
გიგა ბოკერიას და მის გუნდს სურთ, სისხლიან წარსულს გაემიჯნონ, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებას სერგო თეთრაძის საქმესთან დაკავშირებით.
ვოლსკის თქმით, „ევროპული საქართველო“ საკუთარ წარსულს ვერ ჩამოირეცხავს იმის მიუხედავად, რომ ახალი პარტია შექმნეს.
„გიგა ბოკერიას და მის გუნდს სურთ, სისხლიან წარსულს გაემიჯნონ. ამისთვის ფორმალური წინაპირობა შექმნეს და ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნეს. ის, რაც სისხლიან წარსულს შეეხება, ისევე ეხება ბოკერიას, როგორც სააკაშვილს.
რასაკვირველია, ბოკერია იტყვის, რომ სერგო თეთრაძე არ უწამებიათ. წინ ნაწამები ადამიანის სურათები დაუდეს და ამაზე ამბობს, რომ ეს არ არსებობდა. როცა ბოკერია სახელისუფლო იერარქიაში საკვანძო პოზიციას იკავებდა, არც გირგვლიანის თემა არსებობდა და არც გარეჯის.
იმ წარსულს, რაც აქვს, „ევროპული საქართველო“ ვერ ჩამოირეცხავს, იმის მიუხედავად, რომ სხვა პოლიტიკური პარტია შექმნეს და ფორმალურად დაპირისპირებული არიან იმ ადამიანებთან, ვინც უკვე ღიად აფიქსირებს პირდაპირ კავშირს იმ სისხლთან, რაც გამოიარა საქართველომ და პირდაპირ აფიქსირებს, რომ საქართველოში სწორედ ასეთი სადისტური სისტემა უნდა არსებობდეს, რათა წარმატებას მივაღწიოთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ის ასევე გამოეხმაურა ფოტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით გიგა ბოკერიას განცხადებას, რომლის თანახმად, ფოტოგრაფების საქმეში პოლიტიკური მოტივი არ არსებობდა.
„რაც შეეხება ფოტოგრაფების საქმეს, ეს ადამიანები საპატიმროდან ნაწამები და დამცირებულები გამოვიდნენ. ის სადისტური მმართველობა რომ გაგრძელებულიყო, რაც იმ პერიოდში იყო, მათი ბედი წარმომიდგენია. ეტყობა, უგულავამ ბოკერიას საკუთარი განცხადება არ შეუთანხმა, როცა თქვა, რომ ეს ერთი კაცის ახირება იყო.
ბოკერიამ თქვა, რომ არათუ ახირება იყო, არამედ ეს თემა პოლიტიკაში მოსატანი საერთოდ არ არის. ეს არის სკანდალი, არა მხოლოდ მომხდარი ფაქტი, არამედ განცხადებები, რომელსაც ეს პოლიტიკური სუბიექტები აკეთებენ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 361
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ორი იმპერიის ბრძოლა საქართველოსთვის - ვითარება უფრო და უფრო მწვავდება
20:4004.05.24
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24