პოლიტიკა
12.11.20 17:00
როგორც მოსალოდნელი იყო, პროცესის დარეგულირებაში ჩაერთვნენ ჩვენი მოკავშირეები, მეგობარი სახელმწიფოები, ამ შემთხვევაში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის წარმომადგენლობა, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, ელჩებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ იმ პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც საპარლამენტო არჩევნებში გადალახეს ბარიერი.
„მოსალოდნელი იყო, რომ მეგობრები არ მიგვატოვებდნენ არც ახლა. ეს ასე იყო წინა პერიოდშიც, როდესაც 8 მარტის მოლაპარაკება დაგვირგვინდა ხელშეკრულებით, რამაც შეცვალა ქვეყნის მართვის პოლიტიკური მოდელი. ამ ეტაპზე, მოლაპარაკებებში ჩართული არიან ის პარტიები, ვინც ვითომ გადალახა ბარიერი. მე დავაყენე შეხვედრის დროს საკითხი, რომ ვინც ვერ გადალახა ბარიერი, ისინიც უნდა იყვნენ მოწვეული კონსულტაციებში. შემდეგი შეხვედრაზე ალბათ გაგრძელდება აზრთა გაზიარება. შეხვედრები გაგრძელდება, შემიძლია ვთქვა ორი რამ, იქ მიმდინარე საუბრების დეტალიზაცია, მოლაპარაკების თანახმად, არ მოხდება, როგორც წესი და რიგია, მაგრამ შემიძლია, სიამაყით აღვნიშნო, რომ ასეთი ერთიანი ქართული ოპოზიცია, როგორიც თუნდა ამ წუთშია, მე არ მინახავს და ვერც წარმოვიდგენდი. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, მისი პოზიციაა, რომ უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები ახალი ადმინისტრაციით, რომელიც შეიძლება იყოს დაკომპლექტებული ეუთო-დან, ევროკავშირიდან.
„საუბარი გადათვლაზე არ უნდა იყოს, გადათვლა ისე ვეღარ უშველის ამ საკითხს, როგორც მიცვალებულს რეანიმაცია. ელჩები ვერაფერს დაგვავალებენ, ისინი ახდენენ შუამავლობას და ცდილობენ, რომ მოლაპარაკების მონაწილეთა პოზიციები დაახლოონ ერთმანეთთან და მიიღონ შედეგი, ეს არის მეგობრების პოზიცია. რა შედეგებით დამთავრდება და კონკრეტულად რა მიზანს მივაღწევთ, ეს ახლა ძალიან ძნელია, ვთქვათ. ოპოზიცია პარლამენტში არ შედის, ითხოვს ახალ არჩევნებს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, პარტიების დაფინანსების საკითხი უნდა გადაიხედოს თუ არა, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა: „ცივ ქვაზე რომ დავრჩეთ, საერთოდ მშივრები რომ ვიყოთ, ჩამოვივლით თითო-თითო ოჯახს და ყოველდღე თითო ოჯახი გვაჭმევს პურს, წავალთ ამაზე. არ გვჭირდება არავითარი დაფინანსება. ჩვენ გვჭირდება ქვეყნისთვის ჯანსაღი საარჩევნო სისტემა, სადაც ვერავინ მოისყიდის, ვერავინ დააძალებს, ცხოვრებას და არსებობას ექნება აზრი“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ამასთან, რაც შეეხება კითხვას, სად არის ოპოზიციისთვის კომპრომისი, ნათელაშვილი პასუხობს, რომ ახალ არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მონაწილეობა მათი მხრიდან სწორედ კომპრომისია.
„კომპრომისი არის ის, რომ ახალ არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა, ჩვენ შეგვიძლია, საერთოდ განვაცხადოთ, რომ თუ „ოცნება“ მიიღებს მონაწილეობას რომელიმე არჩევნებში, არ მივიღებთ მონაწილეობას, სად წავლენ მერე? ამიტომ მართლა რადიკალიზმზე ნუ წაგვიყვანენ, ძალიანაც კომრომისია, ამდენი ხარჯი გავწიეთ, ამდენი ხალხი შევაწუხეთ, ამხელა ენერგია თქვენთან ერთად, ჩაგვიყარეს წყალში ყველაფერი. ახლა ხომ შეგვიძლია, წავიდეთ ძალიან მკაცრ ბოიკოტზე, მათ შორის მოვითხოვოთ მისი საარჩევნო პროცესიდან მოხსნა და სანქცირება მათი ლიდერების, რომლებსაც სერიოზული კომპრები აქვთ წამოკიდებული შავი ფულის და კიდევ სხვა რაღაცების სახით. ქუჩის აქციები არ იქნება, ვიდრე არ გამოცხადდება ახალი არჩევნები“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
წყარო : /www.1tv.ge/
წაკითხულია : 190
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
12:0603.05.24
-
18:0002.05.24
-
17:2802.05.24
-
17:0002.05.24
-
ირაკლი კობახიძე ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ტერეზა ჩერვინსკას შეხვდა
16:3602.05.24
-
ნათია თურნავამ ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა
16:0402.05.24
-
15:4002.05.24
-
15:1702.05.24
-
საქსტატი - აპრილში ყველაზე მეტად 12.6 პროცენტით გაიაფდა ზეთი, ხილი კი 37.9 პროცენტით გაძვირდა
14:4502.05.24
-
14:1902.05.24
-
თეა წულუკიანმა აზერბაიჯანში, კულტურათაშორისი დიალოგის VI მსოფლიო ფორუმში მიიღო მანაწილეობა
13:5002.05.24
-
13:1802.05.24
-
12:4202.05.24
-
საქართველოს პარლამენტი - დღეს ბიუროს და პლენარული სხდომები არ გაიმართება
12:0902.05.24
-
11:4002.05.24
-
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები აშშ-ის კონგრესმენებს შეხვდნენ
11:1602.05.24
-
ოთარ შამუგია: ფერმერების მხარდასაჭერად 15-ზე მეტ პროექტს ვახორციელებთ
10:3502.05.24
-
სტამბოლში გამართულ აქციაზე პოლიციამ 217 დემონსტრანტი დააკავა
10:1102.05.24
-
ეჩმიაძინი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის წინააღმდეგ? მერამდენედ...
18:5501.05.24
-
თორნიკე რიჟვაძე გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს იესპერ მოლერს შეხვდა
18:0001.05.24
-
ირაკლი კობახიძე ხერტ იან კოოპმანს შეხვდა
17:4301.05.24
-
იაგო ხვიჩია - აქციაზე პოლიციელები რომ არ ყოფილიყვნენ, არაფერი მოხდებოდა
17:2501.05.24
-
17:0501.05.24
-
16:4501.05.24
-
არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური უმცირესობის ძალადობრივი გეგმის ნაწილია სიტუაციის გაუარესება
16:1401.05.24
-
გიორგი ჩაკვეტაძე - არ დავუშვებთ, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, არ დავუშვებთ, პროვოკაციები მოაწყონ
15:4201.05.24
-
15:2101.05.24
-
კახა კალაძე ოპოზიციას - მოდის არჩევნები, მოიგეთ და შეცვალეთ ეს კანონი, თუ არ მოგწონთ, რა პრობლემაა
15:0001.05.24
-
14:3901.05.24
-
5 და 6 მაისს დედაქალაქში მეტრო და ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმოძრავებენ
14:0901.05.24
-
13:4101.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას - ევროპა არის კანონმორჩილება, დაემორჩილეთ კანონს!
13:2601.05.24
-
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა
13:0001.05.24
-
პარლამენტის პლენარულ სხდომა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფონზე განახლდა
12:3501.05.24
-
გერმანიის ელჩი - ძალადობა უნდა შეწყდეს, ეს გამოსავალი არასდროს არის
12:1201.05.24
-
კახა კალაძე - ყოველთვის დავდგებით მოწოდების სიმაღლეზე
11:5001.05.24