პოლიტიკა

ივანე ბურდული შესაძლოა დააკავონ? - "ჩანაწერი ყალბია და ჩემს დაშინებას ისახავს მიზნად"

12.11.20 18:00


ივანე ბურდული, რომელმაც "არჩევნების გაყალბების შემდეგ", ცენტრალური საარჩევნო კომისია დემონსტრაციულად დატოვა, შესაძლოა დააკავონ.

 


სახელისუფლო მედიაში აქტიურად ვრცელდება ფარული ჩანაწერები, რომლის ავთენტურობა დადგენილი არ არის.

 

ამ ჩანაწერის მიხედვით, ბურდული თანამშრომელს ქრთამს სთავაზობ.

 

ცესკო-ს ყოფილი წევრი, აღნიშნავს, რომ მსგავსი შეხვედრა ჩანაწერებში ასახულ თანამშრომელთან არ შემდგარა.

 

"დღეს გავრცელდა ეს ჩანაწერი, რომ თითქოს მე ჩემს თანამშრომელს ვესაუბრები და ვთავაზობ მას ქრთამს, ეს არის ჩემი დაშინების მცდელობა, იქ უშვერად მოხსენიებული არიან ჩემი თანამშრომლები, ვინც მიცნობს, ყველამ იცის, როგორ ვუფრთხილდები მე ურთიერთობებს და სწორედ აქ მირტყამენ ლახვარს. მსგავსი საუბარი არ შემდგარა, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი დამონტაჟებულია, თუმცა, ამ ტექნიკურ დეტალებში მე ვერ ვერკვევი. არ გამოვრიცხავ, დამაკავონ, თუმცა, საგამოძიებო უწყებიდან ჯერ არავინ დამკავშირები", - ამბობს ივანე ბურდული.

 

ივანე ბურდული "ცესკოში" საარჩევო კომისიებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი და 5 ოლქის კოორდინატორი იყო.

 

 

წყარო :  /www.newposts.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები