პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: შესაძლოა „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკება 21 ნოემბრამდე დასრულდეს

13.11.20 10:30


პოლიტიკური პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაძლოა მმართველ გუნდთან ოპოზიციის მოლაპარაკება საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურამდე დასრულდეს. 

 

„ყველას გაცნობიერებული აქვს, რომ დრო არ არის ბვერი. რაც უფრო მალე განიმუხტება კრიზისი, მით უფრო კარგია ქვეყნისთვის. ყველა მზადაა, რომ მოლაპარაკება რაც შეიძლება მალე დავასრულოთ. კონკრეტული ვადა შეთანხმებული არ გვაქვს, მაგრამ განწყობა გვაქვს, რომ მალე დავასრულოთ, თუნდაც 21 ნოემბრამდე“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში.

 

მისი თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების შეხვდრას ტონი სტრატეგიული პარტნიორების დიპლომატებმა მისცეს.

 

„შეხვედრამ არც ისე დაძაბულ ვითარებაში ჩაიარა. ძირითადად იყო პოზიციური დაცვა. პრინციპში ეს იყო დღევანდელი შეხვედრის ძირითადი შინაარსი. ატმოსფერო იყო მეგობრული, შეხვედრას ტონალობა ფასილიტატორებმა მისცეს.

განსაკუთრებულად ახალი არაფერი ყოფილა რომელიმე მხრიდან, უბრალოდ, პოზიციები უფრო დეტალურად გავიარეთ, ვიდრე ცნობილი იყო. საბოლოო ჯამში, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

 

 

 

წყარო :  /www .pia.ge/

წაკითხულია : 289


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები