პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე - პოლიტიკური დიალოგი დაიწყო - ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო

13.11.20 10:45


პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციაში, ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, შეხვედრაში აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობას პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა.

 

„პოლიტიკური დიალოგი დაიწყო. ვთქვით, რომ პოლიტიკური დიალოგი საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. შესაბამისად ვიტყოდი, რომ ეს პოლიტიკური კონსულტაციების პოზიტიური დასაწყისი იყო. მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიალოგი გაგრძელდება და ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი დიდი სურვილია, რომ პოზიციები დავაახლოვოთ, დღევანდელი შეხვედრაც ამას ემსახურება. გავცვალეთ არგუმენტები, რომელიც ყველა მხარეს ჰქონდა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, აშშ-ის ელჩის და ევროკავშირის ელჩის მონაწილეობის პოზიტიური მნიშვნელობა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

წყარო  :  IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები